მისია

ეკოსისტემის გაჯანსაღება და განვითარება

ბუნებაზე, ფლორასა და ფაუნაზე ზრუნვა, ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნება. გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნება (მათ შორის კავკასიური კეთილშობილი ირმისა და არჩვის პოპულაციის აღდგენა და ბუნებრივ გარემოში გაშვება

ეკოტურიზმის, შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება

საირმეს ქცევა მდგრადი ტურიზმის, განათლებისა და დასვენების სივრცედ, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება სხვადასხვა მიზნით სტუმრობა. სტუმრებს დახვდებათ თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საპიკნიკე და მოსასვენებელი ადგილები.

ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და ეკონომიკური გაძლიერება

სტარტაპ აქსელერაციის პროგრამით მესაქონლეობის, რძის წარმოების, მეფუტკრეობის, თევზჭერისა და სხვა აგრო მიმართულების სფეროებში ინოვაციური სტარტაპების წახალისება. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება რეინჯერების სახით.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საზოგადოების განათლება და ბუნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა, ტყეში მოქცევის წესების გაზიარება, მომავალი თაობების ბუნებისდამცველ მოქალაქეებად აღზრდა.