5 წლის განმავლობაში დაგეგმილია არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიციის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ბუნების დაცვას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის განვითარებას. ყოველდღიურად ვზრუნავთ საირმის ტყის ეკოსისტემის აღდგენასა და გაჯანსაღებაზე. პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ დიდი მიზნებით მივიწევთ წინ – იქით, სადაც ადამიანი და ბუნება ისევ მეგობრები გახდებიან.
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ გახდება ყველასთვის ღია, დაცული და მრავალფეროვანი სივრცე – ადგილი, სადაც ბუნება, ტყის ბინადრები და ადამიანი ჰარმონიაში ცხოვრობენ.