ჩვენ შესახებ

“საირმეს რეკრეაციული ფერმა” - ადგილი, სადაც ბუნება ხელახლა იბადება!

ეს არის უნიკალური, ისტორიულად მნიშვნელოვანი ბუნებრივი ზონა, განკუთვნილი საზოგადოებრივი ჩართულობისთვის. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ განსხვავდება როგორც ტურისტული ობიექტებისგან, ისე კლასიკური დაცული ტერიტორიებისგან. ის არც მუზეუმია და არც კომერციული პარკი. ეს არის გარემო ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან ახლოს ყოფნა სურს. აქ ვიზიტორი არ არის მნახველი – ის არის თანამონაწილე. ტყე მასპინძელია, ადამიანი – სტუმარი, რომელსაც ტყემ ნდობა უნდა დაუბრუნოს.

ეს მასშტაბური ისტორიული, ეკოლოგიური და ტურისტული პროექტი, მდებარეობს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 13 000 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს.

პროექტი ზრუნავს ტყის აღდგენასა და ეკოსისტემის დაცვაზე. ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების – მათ შორის კავკასიური კეთილშობილი ირმისა და არჩვის – გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება.

პროექტის ფარგლებში ასევე ვითარდება ეკოტურიზმი, შემეცნებითი და სათავგადასავლო ტურიზმი – მოეწყობა ბილიკები, კოტეჯები, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების სისტემები, ჩატარდება ექსკურსიები. ტერიტორია იქცევა სივრცედ, სადაც ბუნება, ცოდნა და თავგადასავალი ერთმანეთს ხვდება.